ბრენდი მარკეტინგში განისაზღვრება როგორც მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა. ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი. ბრენდი მომხმარებლის შთაბეჭდილებების კრებულია მოცემულ პროდუქტზე. ბრენდის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ Coca-Cola, Mercedes, Nike, Harley Davidson, MTV, CNN, BBC და სხვა.
ბრენდი არის სახელის, სიტყვის, სიმბოლოს და დიზაინის ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ პროდუქტს და მას სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს. ბრენდი ეს არის სავაჭრო ნიშანს დამატებული ღირებულებები. ბრენდი არის ინდივიდუალური ღირებულება, რომელიც ახასიათებს პროდუქტს. ბრენდინგი არის მარკეტინგული და მმართველობითი ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს ნორმათა სისტემას თუ როგორ იქმნება სავაჭრო მარკა.
ბრენდინგი ქმნის არხებს იმისთვის, რომ ოპტიმალურად მიაწოდოს სავაჭრო მარკა მომხმაებლებს ასევე მართავს მის განვითარებას. პიარი ეხმარება ბრენდს მიიტანოს მისი ღირებულებები საზოგადოებასთან და მედიასთან ბრენდის შექმნაში აქტიური როლი უკავია მარკეტინგის და პიარის სპეციალისტებს, რადგან მარკეტინდი ქმნის პროდუქტს, ადგენს ფასს, იკვლევს გასაყიდ ბაზარს და პრომოუშენს უკეთებს ბრენდს.
ინფორმაციის წყარო
No comments:
Post a Comment