Saturday, May 18, 2013

ბრენდი


ბრენდი მარკეტინგში განისაზღვრება როგორც მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა. ბრენდი არ არის ლოგო, სარეკლამო განცხადება და არც თავად პროდუქტი. ბრენდი მომხმარებლის შთაბეჭდილებების კრებულია მოცემულ პროდუქტზე. ბრენდის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ Coca-Cola, Mercedes, Nike, Harley Davidson, MTV, CNN, BBC და სხვა.
ბრენდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე კონკურენტები წარმოიშობა. მომხმარებელი ბრენდს არჩევანის გაკეთების პროცესში იყენებს. ის უადვილებს მომხმარებელს გაარკვიოს - რომელი პროდუქტია მისთვის სხვასთან შედარებით უკეთესი. მომხმარებლის ცნობიერებაში ბრენდი გარკვეულწილად პროდუქტის იარლიყია. ბრენდი განასხვავებს მსგავს პროდუქტებს, ახდენს პროდუქტის ღირსებების ფორმულირებას და მომხმარებელს პროდუქტის მიმართ დამოკიდებულების გარკვევაში ეხმარება. ყოველივე ამის გამო, ბრენდი საშუალებას გაძლევთ კომპლექსურად მიუდგეთ თქვენს საქმიანობას. ბრენდის შექმნა ამომავალი წერტილი ხდება კომპანიის (არხის, ქსელის, პროგრამის) მენეჯმენტის და მარკეტინგის პროცესის სწორი წარმართვისათვის, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არხის გაფორმება და პრომოუშენია.
ბრენდი არის სახელის, სიტყვის, სიმბოლოს და დიზაინის ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ პროდუქტს და მას სხვა პროდუქტებისგან გამოარჩევს. ბრენდი ეს არის სავაჭრო ნიშანს დამატებული ღირებულებები. ბრენდი არის ინდივიდუალური ღირებულება, რომელიც ახასიათებს პროდუქტს. ბრენდინგი არის მარკეტინგული და მმართველობითი ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს ნორმათა სისტემას თუ როგორ იქმნება სავაჭრო მარკა.
ბრენდინგი ქმნის არხებს იმისთვის, რომ ოპტიმალურად მიაწოდოს სავაჭრო მარკა მომხმაებლებს ასევე მართავს მის განვითარებას. პიარი ეხმარება ბრენდს მიიტანოს მისი ღირებულებები საზოგადოებასთან და მედიასთან ბრენდის შექმნაში აქტიური როლი უკავია მარკეტინგის და პიარის სპეციალისტებს, რადგან მარკეტინდი ქმნის პროდუქტს, ადგენს ფასს, იკვლევს გასაყიდ ბაზარს და პრომოუშენს უკეთებს ბრენდს.
ბრენდი ასევე არის მომხმარებლებთან ნდობისა და სიყვარულის (ლოიალურობის) ურთიერთობა. ბრენდი ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ იყოს არათანმიმდევრული.
ინფორმაციის წყარო